ც. დადიანის 7 ს/ც. ქარვასლა, 3-ე სართული, ოფისი C309
ჩვენი ძირითადი საქმიანობაა მწვანე საფარის შექმნა და მოვლა სხვადასხვა სპორტული მოედნებისთვის. რეგულარულად ჩამოგვაქვს ბალახის თესლები და სასუქები, როგორც ბალახისთვის, ასევე დეკორატიული მცენარეებისთვის. შეკვეთებით ჩამოგვაქვს ბუნებრივი და ხელოვნური ბალახის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა სპეც. ტექნიკა წამყვანი ბრენდებისგან. ვართ ბევრი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რაც გვაძლევს საშუალებას სწრაფად, დაცულად და ხარისხიანად შევასრულოთ პროექტები და მოგაწოდოთ ბრენდული პროდუქცია საუკეთესო ფასებში.
ცოტა რამ ენგო ჯგუფის შესახებ. დაარსდა სლოვაკეთში 1992 წელს, და მოღვაწეობა დაიწყო როგორც მცირე ბიზნესმა, მცენარეების გაყიდვით. მალე ენგო ჯგუფი გადაიქცა ერთ-ერთ წამყვან ჰოლდინგად პროფესიონალური სპორტული ზედაპირების შექმნის და მომსახურების ინდუსტრიაში. სათაო ოფისი მდებარეობს სლოვაკეთში, თუმცა ოფიციალური წარმომადგენლები გვყავს უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში და კავკასიაშიც (ოფისი საქართველოში). ენგო ჯგუფს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (მშენებლობა, რეკონტრუქცია და ტექნიკით მომარაგება): სლოვაკეთი, უკრაინა, სომხეთი, ჩეხეთი, საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ლატვია, საბერძნეთი, საუდის არაბეთი და ა.შ კომპანია ენგო, როგორც ძირითადი მომრიგებელი, სათავეში ედგა კონსორციუმს, რომელიც აწარმოებდა ფეხბურთის მოედნის მშენებლობას კიევში (სადაც ჩატარდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ხუთი შეხვედრა და 2018 წლის გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი) და არის სპეციალისტი კონსორციუმის მართვისა და იმპორტის საქმეში. ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილ რამდენიმე სტადიონზე ჩატარდა ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები. ენგო ჯგუფის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება საგანმანათლებლო კონფერენციები სპორტული მოედნების მოვლაზე სხვადასხვა ქვეყანაში.
კმაყოფილი კლიენტი
მომხმარებელს ვემსახურებით
Copyright 2025 INFINITY . All Rights Reserved.