ბალახის სასუქები Landscaper Pro სერიიდან, რომელიც წარმოებულია საუკეთესო ხარისხის სასუქების მწარმოებელი კომპანია ICL-ის მიერ. ამ ჭკვიანი, კონტროლირებადი გამოყოფის სასუქების დახმარებით, თქვენი გაზონი მუდმივად საუკეთესო კონდიციაში იქნება…
Landscaper Pro – New Grass გამოიყენება ახალდათესილი ბალახისთვის. ეხმარება სწრაფ სტარტში და სარეველების დაძლევაში, ფესვთა სისტემის გაძლიერებასა და სწრაფ ფორმირებაში. ამ სასუქის გამოყენებით გადადგავთ დიდ ნაბიჯს წინ ლამაზი და ჯანმრთელი გაზონის მისაღებად.
Landscaper Pro – Shade Special გამოიყენება ჩრდილიან არეალში დათესილი ბალახისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტი რკინა ეხმარება სასუქს ხავსების მოშორებაში და ებრძვის მათ ხელახალ გაჩენას. სწრაფად მოქმედია, ეფექტი აქვს მესამე დღიდან. უზრუნველყოფს ბალახის სიხასხასეს და ჯანმრთელობას.
Landscaper Pro – Full Season გამოიყენება 2+ წლის დათესილი ბალახისთვის. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით აწვდით ელემენტებს ბალახს ერთხელ შეტანით. ამ ხანგრძლივმოქმედ სასუქს არ აქვს სწრაფი ეფექტი თუმცა უზრუნველყობს ბალახს საჭირო ელემენტებით 9 თვის განმავლობაში. სასუქში შემავალი მაგნეზიუმის ოქსიდი მიანიჭებს ბალახს ბუნებრივ სიხასხასეს.